"აღარ მინდა ვინმესთან ერთად მეძინოს. არ მინდა, ვიღაცის სუნთქვა მესმოდეს“

31-05-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

90-იანი წლე­ბის სუ­პერ­მო­დელ­მა ლინ­და ევან­გე­ლის­ტამ Sunday Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღარ სურს.

"აღარ მინ­და ვინ­მეს­თან ერ­თად მე­ძი­ნოს. არ მინ­და, ჩემს გვერ­დით ვი­ღა­ცის სუნ­თქვა მეს­მო­დეს“, - თქვა ევან­გე­ლის­ტამ.

სუ­პერ­მო­დე­ლის თქმით, ბო­ლოს რო­მა­ნი 2015-2016 წლებ­ში ჰქონ­და. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის შე­დეგ, იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და დეპ­რე­სი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღარ ჩნდე­ბო­და. ახლა კი მთლი­ა­ნად სა­კუ­თარ თავ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"მე სა­კუ­თარ თავს აღარ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მაგ­რამ ის, თუ რო­გორ მექ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­ინც მა­წუ­ხებს. ახლა ვიცი, რომ არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია. დიდი ხანი სხვა­ნა­ი­რად ვფიქ­რობ­დი. და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე“ - ამ­ბობს ევან­გე­ლის­ტა.

წყარო: ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები