მოემზადეთ, გეომაგნიტური ქარიშხალი მალე დაგვატყდება თავს - რაზე გვაფრთხილებენ მეცნიერები
გასულ შაბათ-კვირას ძლიერი მზის ქარიშხალი დაფიქსირდა, თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ეს დასასრული არ არის და დედამიწას ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება, რომელიც, სავარაუდოდ, 2025 წლამდე გაგრძელდება.
მზის ქარიშხლებისგან გამოთავისუფლებულმა გეომაგნიტურმა ტალღებმა შეიძლება დაანგრიოს ელექტროენერგიის ქსელები, ჩაახშოს რადიოკომუნიკაციები, ავიაკომპანიების ეკიპაჟებმა გამოსხივების საშიში დონე მიიღონ და გაანადგუროს სატელიტები.
გასულ წელს, მზემ ახალი, 11-წლიანი ციკლი დაიწყო და 2025 წელს პიკს მიაღწევს. მეცნიერების გაფრთხილებით, ეს პროცესი მრავალი რისკის მომტანი იქნება დღევანდელი ტექნოლოგიური სამყაროსთვის.
მსგავსი მოვლენა ბოლოს 1859 წელს დაფიქსირდა - ე.წ კერინგტონის მზის ქარიშხალმა ცეცხლი წაუკიდა ტელეგრაფის მავთულს, გაწყვიტა კომუნიკაციები მთელ მსოფლიოში და შეაფერხა გემების კომპასების მუშაობა.
წყარო:ამბები