"შემადგენლობაში ცვლილებები იქნება" - სპალეტი "ლეჩესთან" მატჩის წინ
როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 29-ე ტურში "ნაპოლის" მეტოქე "ლეჩე" იქნება.
შეხვედრის წინ, "პარტენოპეის" თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
"არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ ვიქტორ ოსიმენმა ამ თამაშში მონაწილეობის მიღება მოახერხოს. "მილანთან" მატჩამდე, შესაძლოა, იგი დაგვიბრუნდეს.
"წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში მცირე ცვლილებები იქნება. რამდენი ფეხბურთელი, შესაძლოა, შეიცვალოს.
"ჯერ არაფერი დასრულებულა. ტიტულის მოსაპოვებლად 15 ქულის აღებაა საჭირო. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - განაცხადა იტალიელმა.
ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირება 7 აპრილს, ჩვენი დროით 21:00 საათზე შედგება.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები