"ამას თუ ვერ ხვდებით, ე.ი. აზრზე არ ხართ არაფრის", - რას წერს გიორგი ჯანელიძე

18-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღეა ქართული საზოგადოება რუსულ კანონს აქტიურად აპროტესტებს. 

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონის ცუდ მხარეებს ვერ ხედავენ, "არაფრის აზრზე არ არიან":

„მოსვლის დღიდან ,,ქართული ოცნება” ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, (,,კაპიტანი გიგაური”, ,, მდიდარი არასამთავრობოები”, ,,ციფრული დიქტატურა” და მილიონი დასპონსორებული სისაძაგლე) ამიტომ არასამთავრობოები მათ არ ენდობიან და უფრთხიან, მით უმეტეს მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელშიც რა წერია, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რომ კანონები გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, როგორც ეს ხდება პოლიტიკური ოპონენტების, მედიის და სხვა შემთხვევებში.

სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლური სტრუქტურები ამ კანონის არ მიღებისკენ. ამას თუ ვერ ხვდებით ,,ერთი არგუმენტი დაგვისახელონ, რატომ არის კანონი რუსული” ტიპები, ე.ი აზრზე არ ხართ საერთოდ არაფრის, ან დებილის ნიღაბი გიკეთიათ და არ გიხდებათ. აბა, თქვენ იცით, გააგრძელეთ ეგრე და მერე სხვებს ეძახეთ კლოუნები“, – წერს გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები