"ახლა ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ხომ დავმართეთ კაი საქმეო", - რა შეემთხვა გიორგი კეკელიძეს

30-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თავმდჯომარე გიორგი კეკელიძე წერს, რომ მან ფეხი დაიზიანა.

როგორც ირკვევა, კეკელიძემ ტრავმა ძაღლების გასეირნების დროს მიიღო, ამასთან დაკავშირებით კი სოციალურ ქსელში სახუმარო პოსტიც გაავრცელა:

"დილით ვასეირნებდი, ძუნძულისას მუხთალი ორმო გამოტყვრა და აჰა, ახლა ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ხომ დავმართეთ კაი საქმე, გარეთ გასვლის დრო რომ შეგვიმცირაო.

დღეს ორხევში უნდა შევხვედროდი მოსწავლეებს, ხვალ - სხვაგან და ა.შ. ბოდიშს ვუხდი ყველას. აუცილებლად მივალ. ამ იძულებით დროს კი წერა-კითხვის გასაუმჯობესებლად გამოვიყენებ", - წერს ის.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები