„ახლა ჩამოვიარე რუსთაველზე. საცოდაობაა რაც იქ ხდება“ - რას წერს ირაკლი მელაშვილი

29-04-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ხელისუფლების მხარდამჭერი აქციის შესახებ წერს:

არ დავდებ სურათებს, რომ სახეები არ გამოჩნდეს. ახლა ჩამოვიარე რუსთაველზე. საცოდაობაა რაც იქ ხდება. დიდი რაოდენობის ასაკოვანი  ქალები და კაცები. ამ სიცხეში ჩამოყრილი მარშრუტკებით რაიონებიდან. ვინ სად ნახულობს პატარა ჩრდილს იქ აფარებს თავს.  არსად წასასვლელი არ აქვთ. ვინც მოასწრო ჩამოჯდა ამ სკამებზე ხომ კაი. ნაწილი საყვავილეების ქვის კიდეებზე.  უყურებენ ამ კაფეებში მსხდომ ხალხს. ვერც შედიან შიგნით , უმრავლესობას მაგის ფული არც აქვს. ახლომახლო არც ტუალეტებია, არადა მინიმუმ 10საათამდე მოუწევთ ყოფნა.  მოკლედ ძაან უსინდისობაა ადამიანებთან ასე მოქცევა. ისე, რა კონტინგენტიც შეკრიბეს დღეს რუსთაველზე  გუშინდელ დღესთან თუ შევადარებთ , ეს  მართლა იქნება საბჭოთა საქართველოს ბოლო ბრძოლა თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ. არავის შეურაცხყოფა არ მინდა, მაგრამ ეგრე ჩანს - წერს მელაშვილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები