ცნობილია - ვინ აღმოჩნდა წყვილი, რომელიც ქორწილიდან პირდაპირ აქციაზე მივიდა

29-04-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუსული კანონის გასაპროტესტებლად გუშინ უპრენცენდენტოდ ბევრი ადამიანი მივიდა - სხვადასხვა დათვლებით, აქციაზე 100 000-ზე მეტი კაცი იყო.

აქციაზე ყურადღება მიიპყრო ერთმა წყვილმა, რომელიც იქ პირდაპირ ქორწილიდან მოვიდა. მათმა საქციელმა საზოგადოებაში დიდი პატივისცემა გამოიწვია, ფოტოებმა კი სოციალური ქსელი მოიცვა.

როგორც ირკვევა, წყვილი – დათა ჟღენტი და ლილიანა ტუსკია ზემოთ ხსენებულ კანონპროექტს მანამდეც აპროტესტებდნენ, ისინი სოციალურ ქსელებში „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტებსა და ფოტოებს აქტიურად ავრცელებდნენ.

ასევე, ცნობილია, რომ ლილიანა ტუსკია 2020 წელს პროექტ „ნიჭიერში“ საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა, რადგან ნახევარფინალშიც წარმატებით იასპარეზა.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები