ცნობილია - რამდენად სერიოზულია ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა

28-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ ერთა ლიგის ც დივიზიონის ფინალში მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა და თერთმეტმეტრიანების სერიაში გუნდს ვერ დაეხმარა.

მის ტრავმაზე მაშინვე არა მხოლოდ ქართული, არამედ იტალიური პრესაც ალაპარაკდა. CalcioNapoli 24 წერს, რომ კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმების გავლის შედეგად მარცხენა ბარძაყის შემაერთებელი კუნთის ძლიერი კონტრაქტურა დაუდგინდა.

როგორც ირკვევა, ხვიჩას ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ქართველი გარემარბი "ნაპოლის" უახლოეს მატჩს "ატალანტას" წინააღმდეგ დიდი ალბათობით გამოტოვებს.

ნაპოლისა და ატალანტას მატჩი 30 მარტს გაიმართება.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები