"მამაჩემზე აქამდე ეს არასდროს მინახავს", - ვილი სანიოლის შვილი ემოციურ განცხადებას ავრცელებს

28-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ვილი სანიოლის შვილის განცხადება:

 "მისი ცრემლები პირველად ვნახე"

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შვილმა გვითხრა, რომ პირველად ნახა, როგორ იტირა მამამისმა ფეხბურთის გამო.

"აქამდე არასდროს მინახავს როგორ ტირის მამაჩემი ფეხბურთის გამო, რადგან ის ამას არცერთ შემთხვევაში არ აკეთებდა, მაგრამ მითხრა, რომ ამხელა ემოციების შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლო". სემ სანიოლი ასევე გვეუბნება: "ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ამაყია მამაჩემი ყველა ფეხბურთელით, სტაფით და ქართველი გულშემატკივრებით."

ვილი სანიოლისთვის საქართველოს მწვრთნელის რანგში 33-ე მატჩში საბერძნეთთან მოგებული შეხვედრა მე-16 იყო.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები