საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა!

27-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა - ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონი მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული ვერც ძირითადმა დრომ გამოავლინა (0-0) და ვერც დამატებითმა 30-მა წუთმა. 

საბოლოო ჯამში, საქმე პენალტების სერიებამდე მივიდა, რომელშიც ჩვენებური 5 ფეხბურთელიდან ოთხმა გამოიჩინა თავი, ბერძნებმა კი ორი პენალტი გააფუჭეს - ერთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია, მეორე კი მიზანს აცდა.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ნაკრები პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს ხვდება.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები