"ფეხბურთელებო, კეთილი ინებეთ, გამობრძანდით და ეს გააკეთეთ!", - რას წერს დათო ლიკლიკაძე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა - ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონი მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციებით სავსე პოსტებთან ერთად სახუმარო პოსტებიც დაიწერა. დათო ლიკლიკაძე წერს, რომ ფეხბურთელებმა თავიანთი წარმოშობის ადგილი უნდა დაასახელონ, რადგან სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს ამის გამო კამათი აქვთ:
"ნაკრების ფეხბურთელებო, კეთილი ინებეთ, გამობრძანდით და ყველამ თქვით ვინ საიდან ხართ, თუ არა დავხოცეთ ხალხმა ერთამანეთი.
სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ კუთხური სეპარატიზმი, რომელიც უკვე ღვივდება ქვეყანაში!", - წერს ლიკლიკაძე.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები