ეს უკვე კატასტროფაა - მსოფლიო ოკეანეში საგანგაშო ვითარება დადასტურდა და აღნიშნულ დიდ საფრთხეს გვიქმნის

20-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარტში, ოკეანის ზედაპირის საშუალო დღიურმა ტემპერატურამ 2023 წლის რეკორდი მოხსნა და 21.2 გრადუსს მიაღწია. მეცნიერები აცხადებენ, რომ ესაა "ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა".

2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 0,25 გრადუსით აჭარბებდა 2022 წლისას. ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციაში (NOAA) აცხადებენ, რომ 0,25-გრადუსიან მატებას, საშუალოდ, 20 წელიწადი სჭირდებოდა ხოლმე, ახლა კი, გლობალური დათბობის პირობებში, პროცესი რეკორდული სისწრაფით ვითარდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაციის მატებასთან ერთად, ტემპერატურის რეკორდული ტემპით ზრდა გაგრძელდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები