„ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა“, - რას წერენ ილია თოფურიაზე
რამდენიმე კვირის წინ ილია თოფურიამ UFC-ში ქამარი მოიგო, ხოლო ბუნებრივია, ჰონორარის სახით საკმაოდ სოლიდური თანხაც დაიმსახურა.
როგორც ირკვევა, თოფურია ამ თანხით ერთ-ერთი ბავშვის ოპერაცია დააფინანსა:
„ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!
შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის – საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ საოცნებო გამარჯვებიდან მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია ჩვენი თინათინის ბერი ანდრიას დედის, ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ – ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.
კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFC პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.
მრავალი წარმატება ილიას!“ – აღნიშნულია ბერი ანდრიას ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.