„საქართველოშიც ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ, მათთვის მისაბაძი უნდა ვიყო“ – ხვიჩა კვარაცხელია

16-03-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვიჩა კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად ყალიბდება და მის მიმართ მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება.

კვარაცხელიას ცნობილმა სპორტულმა პორტალმა Versus-მა ჩამოართვა ინტერვიუ, ერთ-ერთი კითხვა კი იმას შეეხებოდა, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდა:

"ეს ძალიან რთულია. ყველა გიყურებს ისე, როგორც სამაგალითოს. საქართველოში ბავშვებს ვუყვარვარ, ამიტომ მათთვის მისაბაძი, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი უნდა ვიყო. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო როგორც მოედანზე, ასევე ფეხბურთის გარეთ“, – განაცხადა მან.




Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები