6 წლის ბიჭი, რომელიც შიმშილით გარდაიცვალა, მამამ წყალში გადააგდო, რადგან ნავს ამძიმებდა - სად მოხდა შემთხვევა

05-03-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სირიიდან 20 თებერვალს გამოსული ნავი 8 დღის მანძილზე ურთულეს პირობებში მოცურავდა, მათ საკვები და სასმელი გაუთავდათ. 

მიგრანტები კვიპროსის პოლიციამ იპოვა. 

ერთ-ერთ ოჯახს ნავზე თავდაპირველად 4 ბავშვი ჰყავდა, მაგრამ პოლიციამ მხოლოდ 3 მათგანი აღმოაჩინა. 

ბავშვბის მამის თქმით, 6 წლის ბიჭი უკიდურესად მძიმე პირობების გამო, შიმშილითა და ტანჯვით გარდაიცვალა და გამომდინარე იქიდან, რომ ნავს ამძიმებდა და სხვა გზა არ ჰქონდათ, მან ცხედარი წყალში გადააგდო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები