"ისეთი თამაშია, მოტივაცია არავისგან დაგვჭირდება", - რას ამბობს გურამ კაშია ილია თოფურიაზე
რამდენიმე დღის წინ UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი საჩემპიონო ქამარი სანტიაგო ბერნაბეუზე წარადგინა.
ამის შემდეგ ქართველმა გულშემატკივარმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ თოფურიამ იგივე 21 მარტს, დინამო არენაზე გააკეთოს ლუქსემბურგთან შეხვედრის წინ.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გურამ კაშიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ კარგი ინიციატივაა, თუმცა გუნდი მოტივაციის ნაკლებობას არ განიცდის:
"მე და ილია თოფურიას მიმოწერა გვქონდა, შემპირდა, თბილისში რომ ჩამოვალ, გნახავო. იმედი მაქვს, ერთად ფოტოსაც გადავიღებთ.
არ ვიცი, რამდენად გვჭირდება ვინმესგან მოტივაცია. თითოეული ქართველი ფეხბურთელი მოედანზე რომ გავა, იგრძნობს ამ ისტორიული დღის პასუხისმგებლობას.
რა თქმა უნდა, გაგვიხარდება, თუ ამ დონის სპორტსმენი მოვა, გაგვესაუბრება, გამოცდილებას გაგვიზიარებს, ეს ყველაფერი მისასალმებელია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად გვჭირდება ნებისმიერისგან მოტივაცია."