"ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებსაც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი", - როგორ გამოეხმაურა გვარამია თოფურიას ჩემპიონობას
ილია თოფურია UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონია ისტორიაში.
ქართველმა სპორტსმენმა ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ს თავისი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
ბუნებრივია, ამ მიღწევამ მთელი საქართველო აალაპარაკა. პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც:
"საქართველოს გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილებსაც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენ სოხუმელებს გვყავს მსოფლიო ჩემპიონი:
ილია თოფურია ❤️✌🏻
გაუმარჯოს ილიას! გაგვიმარჯოს სოხუმელებს! ❤️✌🏻"
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები