"რამე რომ გაუჭირდეს, პირველი ვიქნები ვინც მას გვერდში დაუდგება", - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე
ნიკოლოზ ბასილაშვილს თავის ყოფილ მეუღლესთან ნეკა დოროყაშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს - რამდენიმე წლიანი სასამართლო პროცესი მის კარიერასაც დაესვა დაღად.
მიუხედავად ამისა, თავად დოროყაშვილი აცხადებს, რომ ბასილაშვილის მიმართ ყველანაირ წყენას დაივიწყებს, თუ მას დახმარება დასჭირდა:
"რეალურად ხომ მემტერება, მაგრამ თუ ოდესმე რამე დასჭირდა დასჭირდეს, მე ინსტიქტურად ვაპატიებ ყველაფერს, ჩავკეტავ სკივრში. რამე რომ დასჭირდეს და რამე ოდესმე გაუჭირდეს მე ვიქნები პირველი ადამიანი, ვინც იქნება ნიკოლოზის გვერდით.
მე დიდ პატივს ვცემ იმ პერიოდს, როცა მის გვერდით ურთიერთობაში ვიყავი ბედნიერი", - განაცხადა მან.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები