რას ყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც ამტკიცებს, რომ მარსზე ცხოვრობდა

13-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

არის ეგეთი რუსი ბავშვი ბორის კიპრიანოვიჩი. 1996 წელს დაიბადა და ამტკიცებს რომ დედამიწამდე მარსზე ცხოვრობდა, იქ კი უცხო პლანეტელები ნამდვილად არიან.

ყველა ბოდვად ჩათვლიდა ამას, რომ არა მისი უცნაურობები.

კერძოდ: თვეებისამ დაიწყო ლაპარაკი, 1 წლისამ იცოდა წერა და ხატვა, რაც მთავარია ეს ყველაფერი თვითონ ისწავლა.

2 წლის რომ იყო, საბავშვო ბაღის მასწავლებელმა დაინახა როგორ ხატავდა კოსმოსურ სხეულებს და ამბობდა რომ ეს ყველაფერი ახსოვდა.

ასევე ამტკიცებს რომ ის იყო მარსიანელი პილოტი, რომელიც დედამიწაზე მისიით ჩამოვიდა.

მაგისი დედ-მამა თავყბას იგლეჯენ, ჩვენ არაფერი ვასწავლეთო, მაგრამ სულ პატარა ასაკიდან ზეპირად იცოდა მზის სისტემა და პლანეტები და ყველაფერიო.

ბორისკას თქმით კაცობრიობა ისევ ბირთვული ომისკენ მიდის და ყველაფერს გააკეთებს რომ ეგ არ მოხდეს.

მისი თქმით ის ერთადერთი არ არის ვინც მარსიდან კაცობრიობის გადასარჩენად გამოგზავნეს მისნაირი ბევრია და მათ "ინდიგო ბავშვებს" ეძახიან.

სამყარო ისეთია, მე არაფერს გამოვრიცხავ.

მაგრამ, ასეთ ჭკვიან ბავშვს რომ დიმა ბილანის პრიჩოსკა აქვს, ეგ ცოტა პარადოქსია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები