უკვე 1 წელია წყალი არ დამილევია, წყალთან ყოველი შეხების შემდეგ ასეთი რამ მემართება

10-02-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

გამოცემა "მირორი" ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადების შესახებ წერს, რომელიც 16 წლის აბიგეილ ბექს დაუდგინდა. გოგონას თქმით მას ეს ყველაფერი პირველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ დაეწყო და მას შემდეგ ასე იტანჯება. როგორც მკვლევარები ამბობენ გოგონას აკვაგენური ურტიკარია დაეწყო. ამ დაავადებაზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი და მეცნიერები და მკვლევარები ამ დაავადების გამოკვლევის პროცესში არიან.

"ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი მენსტრუაცია მომივიდა. სიმპტომებმა თავი ნელ-ნელა იჩინა. საკმარისი იყო წვიმაში მოვყოლოდი, რომ კანზე საშინლად მაყრიდა. ცრემლებზეც კი ორგანიზმს  საშინელი რეაქცია ჰქონდა, სახე მაშინვე მიწითლდებოდა და ძალიან მტკიოდა. წყალს ვსვამდი თუ არა გული მიჩქარდებოდა და პირღებინება მეწყებოდა - დღემდე ასეა.  ამ ყველაფერს თავი რომ ავარიდო  ერთი წელია წყლის მაგივრად წვენებს ვიღებ და სპეციალურ რეჰიდრატაციის ტაბლეტებს ვსვამ" - ამბობს აბიგაილი. 


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები