ინდოეთში ტურისტული ნავის ჩაძირვის შედეგად 22-მდე ადამიანი დაიღუპა

08-05-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

ინდოეთში, კერალას შტატში ტურისტული ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა.

მთლიანობაში, ნავზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც ზოგიერთს სამაშველო ჟილეტიც კი არ ეცვა.

4 ადამიანი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილთა რიცხვი მოიმატებს.

როგორც ირკვევა, ნავზე იმაზე მეტი ადამიანი იყო, ვიდრე ეს დასაშვებია.

ამ ფაქტზე, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები