ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება ინგლისური ფეხბურთის გრანდს სურს - Football Transfers
ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა, რასაც ისიც მოწმობს, რომ მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რამდენიმე ევროპულმა გრანდმა კვარაცხელიას მიმართ ყურადღება გააორმაგა, მათ შორის კი ინტერესი პრემიერ ლიგიდანაცაა.
Football Transfers იტყობინება, რომ კვარაცხელიას გადაბირებით ლონდონის "არსენალი" დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, ნეაპოლელებსა და კვარას შორის მთავარი პრობლემა ფინანსური საკითხია, რადგან ხვიჩა ამჟამად გუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები