დი ლაურენტისი კვარას და ოსიმენს შეახვედრებს - რა გეგმა აქვს პრეზიდენტს

12-01-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელსა და ვიქტორ ოსიმენს შორის სოციალურ ქსელში შელაპარაკება მოხდა. 

ჯუღელმა ოსიმენზე განაცხადა, რომ ზაფხულში საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავა, რასაც ნიგერიელმა შეურაცხმყოფელი უწოდა და მამუკა მწვავედ გააკრიტიკა.

გაჩნდა ლოგიკური ვარაუდი, რომ ამ ჯახმა შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიასა და ოსიმენის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიური მედია იტყობინება, რომ აურელიო დი ლაურენტისი ხვიჩასა და ოსიმენს პირადად შეახვედრებს და მათ შორის მშვიდ ურთიერთობაზე იზრუნებს, მას შემდეგ, რაც ვიქტორი აფრიკის თასიდან დაბრუნდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები