"ძალიან ცუდი ამბებია ნეაპოლში, ეს უნდა გითხრათ..." - რას წერს ფლორენციაში მცხოვრები ჟურნალისტი ე.წ. ჯუღელი-ოსიმენის სკანდალზე

10-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა და მისი საუდის არაბეთში ტრანსფერი ივარაუდა, რამაც ოსიმენის რისხვა გამოიწვია.

უფრო მეტიც, ჯუღელის განცხადებას „სამარცხვინო და ბინძური“ უწოდა.

აღნიშნულმა ამბებმა უკვე რეზონანსი გამოიწვია ნეაპოლში, ქალაქში, სადაც ფეხბურთი ძალიან უყვართ.

ცნობილი ფაქტია, რომ ხვიჩას „ნაპოლში“ განსაკუთრებული მეგობრობა ვიქტორ ოსიმენთან აკავშირებს.

ე.წ. ჯუღელი-ოსიმენის სკანდალს ფლორენციაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„რატომ ისაუბრა ჯუღელმა ასე, თქვენ გაქვთ ახსნა?

კვარაცხელიას მისეულ შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, ასეთ კონტექსტში საკუთარი ფეხბურთელის თანაგუნდელზე ასე ლაპარაკი „მოსულა”?

„გგონიათ ოსიმენი მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს? წინასწარ გეტყვით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საუდის არაბეთში წავა. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, საუდის არაბეთში სათამაშოდ არ გადავა“ - თქვა ჯუღელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

ცუდი ამბებია ნეაპოლში, დიდი მღელვარებაა. გაითვალისწინეთ, რომ ეს ქალაქი ფეხბურთით ცხოვრობს.

„ნაპოლის“ ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს Intsagram-ზე გამოეხმაურა და მას „სამარცხვინო და ბინძური“ უწოდა.

იტალიურად და საერთოდ ყველა ენაზე, საშინლად ჟღერს“,- წერს ნინა მამუკაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები