დააბრუნეთ პირბადე, დისტანცია - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს ტედროს ადანომ გებრეისუსი

07-01-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს და სავარაუდოდ, ეს შესვენების შემდეგაც გაგრძელდება“, - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანებს მოუწოდებს, რომ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანციის გამოყენება განაგრძონ. ასევე, კოვიდ-19-ისა და გრიის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ინფორმირებულები დარჩნენ.

„დარწმუნდით, რომ ტესტირება გაიარეთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართეთ, რადგან კოვიდ-19-ის მკურნალობას მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან არიდება შეუძლია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა სანდო ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უნდა უზრუნველყონ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები