ცნობილია - ვინ იქნება კალათბურთის ნაკრების ახალი მწვრთნელი

სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ილია ზუროსის წასვლის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

როგორც ირკვევა, ნაკრებს სერბი სპეციალისტი ალექსანდრ ჯიკიჩი გაწვრთნის - აღნიშნულ ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს:

""კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ". - წერია კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ჯიკიჩს 20 წლიანი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, გასულ წელს ისრაელის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი გახდა, 2008 წელს კი მინესოტა ტიმბერვულვზის მწვრთნელის ასისტენტიც იყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები