მამა დაკავებულია - რა ინფორმაცია ვრცელდება დედაზე და 4 შვილზე, რომლებიც პარიზთან ახლოს ბინაში მოკლეს
საფრანგეთში, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილები დედა და მისი ოთხი, 9 თვიდან 10 წლამდე, მცირეწლოვანი შვილია.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი დააკავა. ის სავარაუდოდ, გარდაცვლილი ქალის მეუღლე და ბავშვების მამაა.
გამოძიება, ჯერჯერობით, საზარელ მკვლელობაზე, დამატებით დეტალებს არ ავრცელებს .
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები