პრაღაში დატრიალებული სასაკლაოს შემოქმედზე შემზარავი ცნობა ვრცელდება - მას ადრე ეს ქონდა გაკეთებული

22-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

როგორც ირკვევა, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი მსროლელი 24 წლის დავიდ კ. იყო, რომელიც პრაღიდან 20 კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. თავდამსხმელი კარლის უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც ხელოვნების ფაკულტეტს განეკუთვნება.'

BBC-ის ინფორმაციით, მსროლელი აქტიური სტუდენტი იყო. მედიის ცნობით, 2023 წელს ამავე სახელის მქონე კაცმა კრაკოვსა და სხვა რეგიონებში 1846 წლის რევოლუციურ მოვლენებზე დაწერილი საბაკალავრო ნაშრომისთვის პრაღის პოლონური ინსტიტუტის პრიზი მოიგო. 

პრესკონფერენციაზე პოლიციამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ახსენეს, რომ წინა კვირას მომხდარ მკვლელობებში მსროლელის ბრალეულობას იძიებენ და ეჭვობენ, რომ დ.კ.-მ თავდასხმამდე კლანოვიცეს ტყეში ორი ადამიანი მოკლა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ტყეში ზრდასრული კაცი და თოთო ბავშვი დაიღუპნენ.

წყარო:ტაბულა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები