"დაბადებულია, რომ იყოს ჩემპიონი" - ნიცა თავაძე კვარაცხელიას ტრიუმფის შესახებ
33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, "ნაპოლიმ" სერია ა-ს მოგება მოახერხა და 5 ტურით ადრე, ტიტული ოფიციალურად გაიფორმა.
ნეაპოლელთა ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელსაც გასაოცარი სეზონი გამოუვიდა.
ხვიჩას ჩემპიონობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მისი საცოლე ნიცა თავაძე, რომელმაც პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.
"დაბადებულია, რომ იყოს ჩემპიონი" - წერს ნიცა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები
