"ახლა, ტიტული ახლიდან უნდა მოვიგოთ, შემდეგ კიდევ ახლიდან, ახლიდან და ასე" - დე ლაურენტისი

05-05-2023
გიორგი ზ.
Aa

33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდს ტიტული მოუტანა.

ნეაპოლელებმა ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, "უდინეზესთან" გაიფორმეს. კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის მეუბნებოდით, რომ გინდოდათ ჩემპიონობა. და ჩვენ მოვიგეთ! ჩვენ მოვიგეთ ერთად. კვირას, ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ დიდი წვეულება გვექნება. ყველას მადლობას გიხდით!

ეს არის დამაგვიგვინებელი დღე 33-წლიანი მოლოდინის. როდესაც აქ მოვედი, ვთქვი, რომ 10 წელიწადში ევროტურნირზე გავიდოდით, რაც გავაკეთეთ. შემდეგ ვთქვი, რომ 10 წელიწადში სკუდეტოს მოვიგებდით და ესეც გავაკეთეთ!

ახლა, ტიტული ახლიდან უნდა მოვიგოთ, შემდეგ კიდევ ახლიდან, ახლიდან და ასე.

წლების განმავლობაში, ამ გუნდს დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა და ჩვენ გვჭირდებოდნენ ფეხბურთელები, ვინც ამას გაუმკლავდებოდა. ადამიანები, რომლებიც მსუბუქად იფრენდნენ და არ შეგვაფერხებდნენ.

პროექტი არ შეჩერებულა, ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ სეზონშიც ლუჩანო სპალეტისთან ერთად ვიქნებით", - განაცხადა დე ლაურენტისმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები