ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, დედამ კი დამწვრობა მიიღო

15-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

უკრაინაში, ჟიტომირის რაიონში, კერძო სახლში ხანძრის ჩაქრობისას, უკანა ოთახში 2-დან 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, სახლში ქალი სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.  შემთხვევის ადგილზე მობილიზებულიხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, დედამ კი დამწვრობა მიიღო (უცხოეთი) იყო ორი სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის ჩაქრობისას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უკანა ოთახში სამი ბავშვის ცხედარი იპოვა. ასევე ცნობილია, რომ მათმა დედამ დამწვრობა მიიღო.

მაშველები აღნიშნავენ, რომ ხანძარმა სახლის სახურავი და ნაწილობრივ შიგ ჩავარდნილი ჭერი გაანადგურა.

„ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ღუმელში გათბობისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები