65 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში - ვინ არის რეკორდის ავტორი?
2019 წელს, სოსო აბაშიძემ ხარაგაულის "ჩხერიმელაში" ოფიციალური შეხვედრა ითამაშა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია. მაშინ სოსო აბაშიძე 65 წლის გახლდათ. (რეგიონულ ლიგაში ითამაშა, ანუ მეხუთე ლიგა)
იმავე წელს მისი დამატება ხაშურის "ივერიას" სურდა. ამ გუნდში ვარჯიშობდა კიდეც, მაგრამ საქართველიოს ფეხბურთის ფედერაციამ თამაშის უფლება არ დართო. ცხადია, ასაკის გამო.
ცნობისთვის, სოსო აბაშიძე 1953 წლის 3 მაისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში. 1974-80 წლებში თამაშობდა ხაშურის "ივერიაში".
ფოტოზე ხედავთ 2019 წლის ხაშურის ივერიას, სწორედ სოსო აბაშიძესთან ერთად.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები