"კვარაცხელიას დახმარება სჭირდება", - რას ამბობს ყოფილი ნეაპოლელი
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში სტაბილურად ვერ გამოიყურება.
"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა ტომაზო რომიტომ, რომელიც ნეაპოლელების ღირსებას 2005-06 წლებში იცავდა, 1 Football Club-სთან ქართველ ვარსკვლავზე ისაუბრა:
"კვარაცხელია მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს კვარაცხელიას განეიტრალება მარტივი გახდა, რადგან მარტივად პროგნოზირებადია. შეიძლება მისი დრიბლინგი ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა ის მაინც ატყუებს მცველების მოტყუებას.
მას მხარდაჭერა სჭირდება. თავად ხვიჩა დაცვას ყოველთვის ეხმარება, ანალოგიური მართებთ თანაგუნდელებსაც", - განაცხადა ტომაზომ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები