მათ ჯერ ასეთი რამე არ ახსოვთ, ციმბირი იყინება - ტემპერატურა -58 გრადუსამდე დაეცა, ზოგ ადგილებში კი...

08-12-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

რუსეთის ფედერაციის მთელი ტერიტორია არქტიკულმა ამინდმა მოიცვა.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ციმბირის ველურ ბუნებაში ტემპერატურა -58 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა. როგორც ცნობილია, იაკუტია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ქალაქია, რომელიც მოსკოვის აღმოსავლეთით 5000 კმ-ის მოშორებით არის, ყინულით და ნისლით დაიფარა. 

„სპეციალურად ჩამოვედი იაკუტსკში, რათა ასეთი ამინდი მენახა“, - ამბობს დანილა, რომელსაც 2 ხელთათმანი უკეთია.

რუსეთში, სახას რესპუბლიკაში მდებარეობს  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცივი სოფელი ოიმიაკონი, სადაც ტემპერატურა - 60 გრადუსამდეც აღწევს.

სინოპტიკოსების თქმით, ტენიანობის და ქარის გათვალისწინებით ოიმიაკონში - 63 გრადუსი იქნება.

იაკტსკის ბაზარში თევზი, რომელსაც მაცივარი სჭირდება, ახლა საყინულის გარეშე იყიდება. გამყიდველებს სპეციალური ქურქი აცვიათ, თუმცა მაინც სცივათ. 

წყარო: digest.pia.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები