კვარაცხელია: "სპალეტიმ მკითხა, აქ თამაშს ხომ არ ვისურვებდი"

07-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ნაპოლის" ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ იტალიის ჩემპიონატის სეზონის დაჯილდოვებაზე რამდენიმე პრიზი მიიღო.

მან Geo Team-ის კითხვებს უპასუხა და ლუჩიანო სპალეტისთან შეხვედრაზეც ისაუბრა:

"ამ ეტაპზე "ნაპოლიზე" ვარ კონცენტრირებული, მნიშვნელოვანი თამაშები მაქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალში რა იქნება, ამას ვნახავთ. 

ლუჩიანო სპალეტისთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. მეხუმრა, იტალიის ნაკრებში ხომ არ მინდოდა თამაში, მე კი ვუპასუხე, შენთან მუშაობას სიამოვნებით გავაგრძელებდი, თუმცა თამაშს, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის ვაპირებ-მეთქი. ის დიდი ხანია არ მყავდა ნანახი და ძალიან გამახარა", - განაცხადა ხვიჩამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები