უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე კატებს გზავნის ქვეწარმავლებთან საბრძოლველად - BILD

05-12-2023
გიორგი ზ.
Aa

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე თაგვებთან, ვირთხებთან და გველებთან საბრძოლველად კატებს გზავნის.

ფრონტის ხაზზე გადაღებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ მღრღნელებისა და ქვეწარმავლების შემოსევა როგორც უკრაინელ, ისე რუს სამხედროებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

თაგვები და ვირთხები სამხედროებს ძილს არ აცლიან, ასევე ჭამენ პროვიზიას, აზიანებენ იარაღს.

კატების გარდა მღრღნელებთან საბრძოლველად სათაგურებსაც იყენებენ.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები