"იშვიათად გამორჩეული კაცი ხარ", - კვარას საქციელი, რომელმაც იტალიაში აღფრთოვანება გამოიწვია

04-12-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში მილანის "ინტერმა" "ნაპოლი" 3-0 დაამარცხა. 

ერთ-ერთ მომენტში მილანელების მცველი დენზელ დიუმფრიზი მძიმე შეჯახების შედეგად დაზიანდა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები უტევდნენ, კვარაცხელიამ თამაში გააჩერა და დიუმფრიზის დასახმარებლად სამედიცინო შტაბს უხმო. სწორედ ამან გამოიწვია მილანელი ქომაგის დიდი აღფრთოვანება ქართველისადმი:

"სანამ შეუმჩნეველი დარჩენილა - დიდი პატივისცემა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც თანაგუნდელების შეტევის მიუხედავად, თამაშის შეჩერებას და დუმფრისის სერიოზული ტრავმის შიშით, სამედიცინო დახმარების ჩატარებას გამალებით ითხოვდა.

ერთია, როდესაც გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და მეორე, როდესაც იშვიათად გამორჩეული კაციც ბრძანდები!" - დაწერა ლაგატემ სოციალურ ქსელში.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები