"ჩემი შვილია და ვიცი, რომ ეს მისი ოცნებაა", - რას ამბობს ბადრი კვარაცხელია ხვიჩაზე

30-11-2023
სახელი არ არის მითითებული
Aa

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე პირველად ითამაშა. 

მადრიდულმა კლუბმა "ნაპოლი" 4-2 დაამარცხა და არც ხვიჩა ყოფილა გამორჩეული, თუმცა ბუნებრივია, სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალის" წინააღმდეგ თამაში მაინც დასამახსოვრებელია.

ჯეო თიმმა მადრიდიდან ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია ჩაწერა:

„ხვიჩა თავად ოცნებობდა „რეალში“ თამაშზე. ჩემი შვილია, დარწმუნებული ვარ, დღესაც ოცნებობს. ვის არ უნდა „რეალში “ თამაში?! მოხდა ისე, რომ მის წინააღმდეგ იქნება. რა ვქნათ, უნდა გამოვიდეს და დაატმკიცოს, რომ აქ თამაშის ღირსია,“ - ამბობს ბადრი კვარაცხელია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები