ტალახაძე: "კვარაცხელიასთან მხოლოდ ამ სახის ურთიერთობა მაქვს"
ყველაზე წარმატებულმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ TST სპორტსთან ინტერვიუში "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
ტალახაძის თქმით, ის ხვიჩას არ იცნობს და პირადად გაცნობის დიდი სურვილი აქვს:
"არ მქონია საშუალება ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა. მას პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ მივულოცავთ ხოლმე ერთმანეთს რაიმე წარმატებას, თუმცა დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც ვიცნობდე.
მასზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან თავმდაბალია და ეს წარმატებული სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია. მისი ყველა წარმატება მეც და ყველა ქართველსაც ძალიან გაგვიხარდება, კვარას ჯერ თავისი სათქმელი ბოლომდე არ უთქვამს და აუცილებლად იტყვის", - განაცხადა ლაშამ.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები