9 წლის ემილი, რომელიც მამას გარდაცვლილი ეგონა, "ჰამასის" ტყვეობაში აღმოჩნდა და გათავისუფლებულია

26-11-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

9 წლის ემი­ლი ჰენ­დი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სის" 7 ოქ­ტომ­ბრის თავ­დას­ხმის შემ­დეგ შეც­დო­მით გა­მო­ა­ცხა­დეს გარ­დაც­ვლი­ლად, რე­ა­ლუ­რად დაჯ­გუ­ფე­ბის ტყვე­ო­ბა­ში იყო და ის ახლა თა­ვი­სუ­ფა­ლია. გო­გო­ნა უკვე მა­მას­თან ერ­თა­დაა.

ემი­ლიმ თა­ვი­სი მე­ცხრე და­ბა­დე­ბის დღე ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ბუნ­კერ­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მას­თან ერ­თად, სხვა ირა­ე­ლე­ლი მძევ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

25 ნო­ემ­ბერს, გვი­ან ღა­მით,. ემი­ლი 13 სხვა გა­ტა­ცე­ბულ­თან ერ­თად, ის­რა­ელ­ში დაბ­რუნ­და. თა­ვი­სუ­ფა­ლია ასე­ვე ემი­ლის მე­გო­ბა­რი, ჰილა რო­ტე­მიც, რო­მე­ლიც ასე­ვე "ჰა­მა­სი­სი" ტყვე­ო­ბა­ში იყო.

"ჩვენ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვე­ლო­დით ამ მო­მენტს. ყო­ვე­ლი დღე იყო ძა­ლი­ან გრძე­ლი, მტკივ­ნე­უ­ლი კოშ­მა­რი. ჩემი ემი­ლი სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლშია, დაჭ­რი­ლი, მაგ­რამ ცო­ცხა­ლი", - თქვა თო­მას ჰენდმა ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყარო: ამბები.ჯი


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები