მოსკოვში ემზადებიან, ქალაქს თავს "შავი ქარბუქი“ დაატყდება - რას ამბობენ სინოპტიკოსები

26-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

უახლოეს 24 საათში დედაქალაქის რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი, აფრთხილებენ მოსახლეობას სინოპტიკოსები.

„უახლოეს საათებში „შავი ქარბუქი“ მოსკოვს დაატყდება თავს“ - აცხადებს მოსკოვის მეტეოროლოგიური ცენტრის წამყვანი  სპეციალისტი. "ასეთი თოვლი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა!"

ექსპერტის თქმით, შავ ზღვაში გაძლიერებული ბალკანური ციკლონი 24 საათის განმავლობაში ბრიანსკის რეგიონს მიაღწევს და მოსკოვს დიდთოვლობას მოუტანს. პროგნოზის მიხედვით, ქარბუქი დედაქალაქში კვირას, 26 ნოემბერს საღამოს დაიწყება, ორშაბათს ღამით კი ქარი თოვლს „ექსტრემალურ დონემდე“ გაზრდის.

ექსპერტი გზებსა და აეროპორტებში ნგრევას არ გამორიცხავს. არის შესაძლებლობა, ქალაქში დღეში 26,5 მმ-მდე ნალექი ჩამოვიდეს, ანუ თვიური ნორმის ნახევარამდე და 1977 წლის რეკორდი მოხსნას. მოვლენების ამ განვითარებით მოსკოვში თოვლის ნალექი დღეში 23 სმ-მდე გაიზრდება, რაც ამ პერიოდის ნორმას სამჯერ აღემატება.

წყარო: primetime.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები