კაცმა მეუღლე და 2 წლის შვილი გველის დახმარებით მოკლა

26-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ინდოეთში კაცმა აღიარა, რომ გველის დახმარებით მოკლა ცოლ-შვილი.

ბასანტი პატარა და მისი ორი წლის ქალიშვილი 7 ოქტომბერს ოდიშაში, სოფელ ადჰეიგაონში საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ორივეს გველის ნაკბენი აღმოაჩნდა. ოთახში ქვეწარმავალიც იყო. ექიმებმა დაზარალებულებს ვეღარ უშველეს. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ საქმე ჰქონდათ ველური კობრის თავდასხმასთან და გამოძიება აღარ გააგრძელა.

თუმცა, მალე ქალის მამამ სიძე ფულის გულისთვის მეუღლის და ქალიშვილის კობრის გამოყენებით მკვლელობაში დაადანაშაულა, რადგან ინდოეთში კობრის თავდასხმის მსხვერპლთა ნათესავებს უფლება აქვთ მიიღონ კომპენსაცია 400 ათასი რუპიის ოდენობით თითო მსხვერპლზე.

გამოძიებაში გველის გამწვრთნელი ჩართეს, რომელმაც საქმეში ბევრი უცნაური მომენტი დააფიქსირა. მათ შორის გასაკვირი იყო ისიც, რომ ველური კობრა თავდასხმის შემდეგ ოთახში აღარ ჩერდება.დადგინდა ასევე, რომ გარდაცვლილებს სიკვდილამდე საძილე საშუალება მიაღებინეს.

მალე ეჭვმიტანილმა ქმარმა აღიარა დანაშაული და თქვა, რომ კობრა რელიგიური რიტუალის შესასრულებლად იყიდა, თუმდა დაავიწყდა და ოთახში დატოვა.

ინფორმაციას News9Live ავრცელებს.

ფოტო პირობითია


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები