კანიბალიზმისთვის ციხეში იჯდა, ერთ-ერთ ადამიანს ხორცი აათალა, ახლა კი ციხიდან გამოუშვეს და იქ გააგზავნეს

24-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ქალაქ სახალინის მაცხოვრებელი დენის გორინი, რომელსაც 2018 წელს 22-წლიანი პატიმრობა შეეფარდა შეიწყალეს და უკრაინის ფრონტზე გაგზავნეს. 

კრიმინალის გამოსვლის შესახებ ადგილობრივმა ტელეგრამ არხმა დაწერა. არხის ადმინისტრატორმა შეამჩნია, რომ გორინმა სოციალურ ქსელში Одноклассники ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედრო ფორმა აცვია და მკლავზე ჩებურაშკა აქვს მიკერილი. ასეთი სამკლავურები უკრაინის ფრონტზე გაგზავნილ მებრძოლებს აქვთ.

კიდევ ერთმა მედიამ მეზობელი გამოკითხა, კაცის თქმით გორინი ამ მომენტისთვის დაჭრილია და იუჟნო-სახალინსკში, საავადმყოფოში იმყოფება.

გორინი პირველად 2003 წელს დაიჭირეს და განზრახ მკვლელობისთვის 10 წელი მიუსაჯეს, 2010 წელს მას შეწყალება შეეხო, 2010-2012 წლებში გორინმა მინიმუმ ორი მკვლელობა ჩაიდინა. ერთ-ერთი მსხვერპლის სხეულიდან ათლილი იყო ხორცი, რომელიც კრიმინალმა მოგვიანებით შეჭამა. 2018 წელს გორინს 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"რის შემდეგაც დანით [მოკლულს] ხელებიდან ჩამოაჭრა ბიცეპსები, მოჭრილი ხორცი ჩადო შავ პოლიეთილენის ცელოფანში. შემდეგ გახადა შარვალი და ჩამოაჭრა ხორცი ბარძაყებიდან[...] სახლში მისულმა ხორცი გარცხა და მაცივარში შეინახა". – წერია გორინის საქმეში.

წყარო: tabula.ge


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები