ჯიმი კიმელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას მეოთხედ წაიყვანს

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

ჯიმი კიმელი ოსკარების 96-ე ცერემონიას გაუძღვება. ეს კიმელისთვის ოსკარების მეოთხე დაჯილდოება იქნება. მან დაჯილდოებას 2017, 2018 და 2023 წლებში უმასპინძლა.

ტელეწამყვანი 2012, 2016 და 2020 წლებში მასპინძლობდა აგრეთვე ემის დაჯილდოებასაც. აღსანიშნავია, რომ ჯიმიმ დაჯილდოების ტრანსლაციის რეიტინგი 16.6 მილიონი მაყურებლიდან 19 მილიონამდე გაზარდა.

ცნობისთვის, ჩატარებული ცერემონიების რაოდენობით კიმელი დაეწია ვუპი გოლდბერგსა და ჯეკ ლემონს. ლიდერებად კვლავ რჩებიან ბობ ჰოუპი (11 ცერემონია), ბილი კრისტალი (9 ცერემონია), ჯონი კარსონი (5 ცერემონია).

ამერიკის კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 11 მარტს, დოლბის კინოთეატრშია დაგეგმილი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები