"ყველაფერს სხვას აბრალებს, თვითკრიტიკა არ გააჩნია" - თემურ ქეცბაია კვიპროსში გააკრიტიკეს

18-11-2023
გიორგი ზ.
Aa

საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ამჟამინდელი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის გენერალური მდივნის ყოფილმა ასისტენტმა, გიორგოს ფანტაროსმა გააკრიტიკა.

"თემური არის ადამიანი, რომელსაც თვითკრიტიკა არ გააჩნია და ყველაფერს ყოველთვის სხვას აბრალებს. არ ვამბობ, რომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა მარტო მისი ბრალია, მაგრამ ქეცბაია ყველაფერში გარე ფაქტორებს ადანაშაულებს.

"ჩვენი ეროვნული ნაკრები ტრაგიკულ ეტაპზე იმყოფება და მთავარი მწვრთნელით დაწყებული, გუნდში მომუშავე ყველა ადამიანი უნდა წავიდეს.

მთელი ქვეყანა შეურაცხყოფილი ვართ. საშინელი პირველი ტაიმის შემდეგ, გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მეორე ნახევარში კარგად ვითამაშეთ? ჩაკეტილები ვართ სისტემაში, რომელიც გვგონია, რომ მუშაობს და ამის შეცვლაა საჭირო", - თქვა ფანტაროსმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები