კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ ითამაშებს

02-05-2023
გიორგი ზ.
Aa

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” 23 წლის მოთამაშე, კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან ახლოს იყო, რაც მცდარი აღმოჩნდა - ეს ამბავი კონსტანტინეს მამამ უარყო.

მოსკოვის "ლოკომოტივის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, იური ნაგორნიხმა ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა:

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა, კონსტანტინე მოქალაქეობა არ აქვს შეცვლილი. 

მე ვიცი, რომ ეს მისი და მამამისის გადაწყვეტილება. რა ინფორმაციაც მაქვს, შესაბამისად ვსაუბრობ”, - განაცხადა ნაგორნიხმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები