ვერც კი იცნო - ბრიუს უილისი უმძიმეს მდგომარეობაშია

15-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

გასულ წელს ბევრი ადამიანისათვის საყვარელ მსახიობს, ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მსახიობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

რამდენიმე დღს წინ დემი მურმა თქვა, რომ ყოფილი მეუღლის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა იქიდან გულნატკეტი დაბრუნდა. ბრიუს უილისმა ის ვეღარ იცნო... როგორც მური ამბობს, მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, უილისს ასეთ მდგომარეობაში ხედავდეს. ის მასთან 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 3 საერთო ქალიშვილი ჰყავთ. განქორწინების შემდეგ კი მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს და დროს ხშირად ატარებდნენ ერთად.

სამწუხაროდ, დაავადება კიდევ უფრო მწვავდება. როგორც ახლობლები ამბობენ, მსახიობს დამოუკიდებლად გადაადგილება და მეტყველებაც უჭირს. თუმცა, როცა მისი უფროსი ქალიშვილი, რუმერი, პატარა შვილთან ერთად ოთახში შედის, სიხარულის განცდა ეუფლება.

2023 წლის სექტემბერში ბრიუ უილისის მეუღლემ, ემამ განაცხადა, რომ მსახიობის ეს მდგომარეობა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის დიდი ტკივილია.

"დემენცია ძალიან რთულია... ძნელია არა მხოლოდ დიაგნოზის მქონე პირებისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვისაც. როგორც ამბობენ, ეს ოჯახური დაავადებაა. ნამდვილად ასეა..."

ბრიუს უილისს ახლა მთელი ოჯახი მხარში უდგას. უამრავი ადამიანი გულშემატკივრობს, მკურნალობის პროცესში შესაბამისი სპეციალისტებიც ჩართულები არიან და ცდილობენ, მსახიობს მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

შეგახსენებთ, რომ ბრიუს უილისისა და დემი მურის წყვილი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და მათ უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. თუმცა, მსახიობები ერთმანეთს 2000 წელს დაშორდნენ. მას შემდეგ, არც უილისისა და არც მურის ცხოვრებაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ისინი ერთმანეთის გვერდით არ იყვნენ. ახლაც, როდესაც ბრიუს უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, დემი მური მასთან ერთადაა და პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ მათ ცალ-ცალკე ოჯახი ჰყავთ, საუკეთესო მეგობრებად გადაიქცნენ და ადამიანები კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ განქორწინების შემდეგ ცივილური ურთიერთობის შენარჩუნება აბსოლუტურად შესაძლებელია.


წყარო: beamounde.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები