აი, ისინი ეხმარებიან მათ სხეულის ნაწილების ამოცნობაში - უმძიმესი ამბავი ჰამასის თავდამსხმის შემდეგ

07-11-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

ისრაელის თავდასვის ძალებს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის მსხვერპლების სხეულის ნაწილების ამოცნობაში არქეოლოგები ეხმარებიან. IDF-თან ერთად იდენტიფიკაციის სამუშაოებში ისრაელის სიძველეების მუზეუმის სპეციალისტები მოხალისეობრივად ჩაერთვნენ.

7 ოქტომბერს ჰამასის თავდამსხმელებმა სახლები და მანქანები გადაწვეს, რის შედეგადაც, გარდაცვლილების ამოცნობა გართულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელი არქეოლოგები უკვე ორი კვირაა რაც იდენტიფიკაციის სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ. მათ მუშაობა დაიწყეს იმ კიბუცებში, სადაც ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო - ბე'ერში, კფარ აზაში, ნირ ოზში და რე'იმში. ამ უკანასკნელ კიბუცში ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს 260 ადამიანი მოკლეს. 

სამუშაოების დაწყებიდან დღემდე არქეოლოგებმა 10 ადამიანის იდენტიფიკაცია მოახერხეს, რომლებიც მანამდე დაკარგულებად ითვლებოდნენ. 


წყარო: tabula.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები