ვინ არის 9 წლის ქართველი-ებრაელი გოგონა, რომელიც კონფლიქტის ზონაში დაიღუპა

29-10-2023
გიორგი ამილახვარი
Aa

სამხრეთ ისრაელის საპორტო ქალაქ აშდოდში მდებარე ასუთას საავადმყოფოს ცნობით, კლინიკაში 9 წლის  ქართველი-ებრაელი გოგონა, თამარ ჰაია თორფიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ისრაელური გამოცემა, the Times Of Israel წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ გასულ კვირას ჰამასის სარაკეტო თავდასხმისას სირენების გააქტიურების შემდეგ გულის შეტევა მიიღო.

მომხდარის შესახებ დეტალების გასარკვევად ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან დაკავშირებას ცდილობს. ჯერჯერობით, უცნობია იყო თუ არა 9 წლის თამარი საქართველოს მოქალაქე.


წყარო: ტაბულა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები