რატომ არის 2023 წლის ოქტომბრის ბოლო განსაკუთრებით საყურადღებო და რა პროგნოზებს აკეთებს ცნობილი ინდოელი წინასწარმეტყველი
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ინდოელი წინასწარმეტყველის აბიგია ანანდის რამდენიმე წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა, მთელ მსოფლიოში მისი მოსმენა უფრო აქტიურად დაიწყეს. ბიჭი საზოგადოებაში 2019 წლიდან გამოჩნდა. მან საკუთარ YouTube არხზე სამომავლო პროგნოზების გამოქვეყნება დაიწყო. მაშინ არავინ იცოდა, რომ მსოფლიოს თავს კიდევ ერთი პანდემია დაატყდებოდა და კორონავირუსი გამოჩნდებოდა. თუმცა, ინდოელი წინასწარმეტყველი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ თემაზე საუბრობდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე აღმოვჩნდებოდით.
მან კიდევ ბევრი კატასტროფა და მოვლენა ზუსტად გამოიცნო, ამიტომაც ახალგაზრდა ნათელმხილველის მორიგ პროგნოზებს ადამიანები დიდი ინტერესით ელოდებიან.
ცოტა ხნის წინ, აბიგიამ საკუთარ ბლოგზე ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა და მსოფლიო მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ გააფრთხილა. განსაკუთრებული ყურადღება კი ოქტომბრის ბოლოს დაუთმო.